იმის დასადგენად, გაქვს თუ არა იდეალური წონა, გამოიყე სხეულის მასის ინდექსი (სმი). ეს არის ფორმულა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვთვალოთ ადამიანის სხეულის მასა.
მასის ინდექსის გამოთვლა
სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელად, ჩაწერეთ თქვენი წონა (კგ) და სიმაღლე (მ). მაგალითად წონა= 78 კგ, სიმაღლე = 175 სმ ანუ 1.75 მ. ამ შემთხვევაში ჩაწერთ 78 კგ და 1.75 მ
რა არის სხეულის მასის ინდექსი?
სხეულის მასის ინდექსი (სმი) არის ინდიკატორი, რომელიც გამოითვლება ადამიანის წონისა და სიმაღლის მიხედვით. ადამიანების უმეტესობისთვის, ეს წონის ინდექსი არის სიმსუქნის საიმედო მაჩვენებელი და გამოიყენება წონის კატეგორიების დასადგენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემოთავაზებული ღირებულებების მიხედვით, სხეულის მასის ინდექსი არის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ჯანსაღი კვების შესაფასებლად.
სხეულის მასის ინდექსის ფორმულა
მასის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
წონა (კგ) / [სიმაღლე (მ)]2
ესეიგი, წონა კილოგრამებში გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე მეტრებში. მაგალითისთვის იხილეთ შემდეგი ფორმულა:
მაგალითი: წონა= 68 კგ, სიმაღლე = 165 სმ (1.65 მ) სმი-ს ▶️ გამოთვლა: 68 / (1.65)2 = 24.98
მასის ინდექსის ინტერპრეტაცია
თქვენი სხეულის წონის დასადგენად, იხილეთ შემდეგი ცხრილი:
თქვენი წონა | მასის ინდექსი |
---|---|
წონის დეფიციტი | <18,5 |
ნორმალური წონა | 18,5-24,9 |
ჭარბი წონა | 25-29,9 |
სიმსუქნე I ხარისხი | 30-34,9 |
სიმსუქნე II ხარისხი | 35-39,9 |
სიმსუქნე III ხარისხი, მორბიდული სიმსუქნე | ≥40 |
სხეულის მასის ინდექსი გამოყენება ჭარბი წონის დასადგენად არ არის რეკომენდირებული ორსულებსა და არასრულწლოვანებისთვის.
რამდენად საჭიროა მასის ინდექსის გამოთვლა?
სხეულის მასის ინდექსის გვეხმარება გავაკონტროლოთ ჩვენი წონა, რათ ავიხილოთ სიმსუქნისა და ჭარბი წონისგან გამოწვეული დაავადებები და ფიზიოლოგიური პრობლემები.
ჭარბმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი ქოლესტერინის დონისა და არტერიული წნევის მომატება და გაზარდოს კორონარული არტერიის დაავადების რისკი. სიმსუქნე ზრდის სხვა გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების, განსაკუთრებით მაღალი წნევის, მაღალი ქოლესტერინის და დიაბეტის ალბათობას.
აგრეთვე ჭარბმა წონამ შეიზლება გამოიწვიოს ან გაზარდოს ბევრი სხვა დაავადების რისკი:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- მაღალი ქორესტერინი;
- ინსულტი;
- ნაღვლის ბუშტის დაავადება;
- ოსტეოართრიტი;
- ძილის აპნოე და სუნთქვის პრობლემები;
- ქრონიკული ანთება და გაზრდილი ოქსიდაციური სტრესი;
- ზოგიერთი კიბო (ენდომეტრიუმის, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი; ნაწლავის, თირკმელების, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის);
- ცხოვრების დაბალი ხარისხი;
- ფსიქიკური დაავადება, როგორიცაა კლინიკური დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქიკური დარღვევები;
- სხეულის ტკივილი და ფიზიკური ფუნქციონირების სირთულე;
რამდენად სანდოა მასის ინდექსი?
სხეულის მასის ინდექსი და სხეულის ცხიმის სორის არის საკმაოდ დიდი კავშირი, მაგრამ შეიძლება ორ დამიანს აქვს იგივე სხეულის მასის ინდექსი, მათი სხეულის ცხიმის დონე შეიძლება განსხვავებული იყოს.
ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე სხეულის მასის ინდექსით:
- ქალებს უფრო მეტი ცხიმი აქვთ ვიდრე მამაკაცებს.
- შავკანიან ან აფრო-ამერიკელებს აქვთ ნაკლები ცხიმი ვიდრე თეთრკანიანებს, ხოლო აზიელებს უფრო მეტი ცხიმი აქვთ ვიდრე თეთრკანიანებს.
- ხანდაზმულებს, საშუალოდ, უფრო მეტი ცხიმი აქვთ ვიდრე ახალგაზრდებში.
- სპორტსმენებს აქვთ ნაკლები ცხიმი, ვიდრე არასპორტსმენებს.