ხილს არ აქვს ბევრი კალორიები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავას, რომ ხილი არ ასუქებს: წონაში მოიმატებ იმისდა მიხედვით თუ რამდენ რაოდენობას შეჭამ. ხილის კალორიების ცხრილით დაგეხმარება გააკონტროლო ხილის კალორიების რაოდენობა, რათა შეინარჩუნო შენი წონა და ჯანმრთელობა.
ხილის კალორიები
ხილი | კალორია (100 გრ) |
---|---|
ავოკადო | 160 |
აკაჟუ | 572 |
ალუჩა | 38 |
ანანასი | 40 |
ატამი | 44 |
ბალი | 52 |
ბანანი | 60 |
ბროწეული | 52 |
ბუშმალა | 35 |
გარგარი | 44 |
გოგრა | 28 |
გოგრა კვახი | 270 |
გრეიფრუტი | 35 |
ვაშლატამა | 45 |
ვაშლი | 44 |
ზღმარტლი | 52 |
თუთა თეთრი | 53 |
ატამი | 44 |
თუთა შავი | 48 |
კივი | 46 |
კომში | 30 |
ლიმონი | 21 |
მანგო | 56 |
მანდარინი | 32 |
ლეღვი | 62 |
მარწყვი ბაღის | 33 |
მარწყვი სათბური | 28 |
მაყვალი | 44 |
მოცხარი თეთრი | 31 |
მოცხარი შავი | 34 |
მოცხარი წითელი | 32 |
მსხალი | 47 |
პაპაია | 41 |
ჟოლო | 18 |
ტყემალი | 38 |
ალუბალი | 47 |
ფეიხოა | 46 |
ფორთოხალი | 33 |
ქაცვი | 30 |
საზამთრო | 21 |
ქლიავი | 47 |
ქლიავი შავი | 45 |
ყურძენი | 69 |
შტოში (სმაროდინა) | 35 |
ცირცელი შავი | 54 |
ძახველი | 32 |
ნესვი | 25 |
შინდი | 41 |
ჩინური ქლიავი | 74 |
ცირცელი ბაღის | 55 |
ხურმა | 69 |
ხურტკმელი | 40 |
ხილის კალორიულობა და სხვა დამახასიათებლები
ხილი ნახშირწყლებიანი საკვებია, თუმცა ხილის კალორიულობა ასევე ცხიმებიდან და მცირე რაოდენობით ცილებიდან მოდის.
თუმცა, ნახშირწყლების შემცველობა ყოველთვის არ არის იგივე, მაგრამ, როგორც წესი, არის რთული ნახშირწყლების (მაგ., სამი ან მეტი დაკავშირებული შაქრისგან შემდგარი) და მარტივი ნახშირწყლების კომბინაცია.
ეს ნიშნავს, რომ ხილის სახეობიდან გამომდინარე, გლუკოზისა და ფრუქტოზის დონეები – ხილში არსებული ბუნებრივი შაქარი – განსხვავებული იქნება.
მაგალითად, ისეთ ხილს, როგორიცაა ბანანი ან ლეღვი, შაქრის მაღალი შემცველობა აქვს, ამიტომ მათი გემო ტკბილია, ხოლო ლიმონს ან ჟოლოს უფრო მჟავე გემო აქვს შაქრის დაბალი დონის გამო.
თუმცა, მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ზოგადად მიჩნეულია, რომ ხილი დაბალკალორიულია. გარდა ამისა, აქვს დიდი კვებითი ღირებულება დიდი რაოდენობით ვიტამინებისა, მინერალების და ჯანსაღი ცხიმების წყალობით, როგორც ეს ავოკადოს ან ქოქოსის შემთხვევაშია.
როგორც ხილის კალორიების ცხრილში ჩანს, ცხიმიანი ხილი ასევე ყველაზე მაღალ კალორიული სიმკვრივის მქონე ხილია. ასე რომ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, კალორიების სია დაგეხმარებათ განსაზღვროთ რომელი ხილი ჯდებ საუკეთესოდ თქვენს ჯანსაღი კვების გეგმაში.
რამდენი კალორია აქვს ერთ ვაშლს?
ვაშლს აქვს 54 კალორია 100 გრამზე და საშუალოდ იწონის დაახლოებით 250 გრამს, ასე რომ, თუ ვაშლს ვჭამთ, ორგანიზმი იღებს 135 რეალურ კალორიას.
რომელი ხილია ყველაზე კალორიული?
იმ ხილებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტ კალორიებს შეიჩვს, შეგვიძლია გამოვყოთ ქოქოსი (320 კალორია 100 გრამზე), მანგო (120 კალორი), ავოკადო (160 კკ) ან ყურძენი (90).
ყველაზე კალორიული ხილის სია:
- ქოქოსი: 320 კკალ 100 გრამზე;
- ავოკადო: 160 კკალ 100 გრამზე;
- მანგო: 120 კკალ 100 გრამზე;
- ყურძენი: 90 კკალ 100 გრამზე;
- ბანანი: 85 კკალ 100 გრამზე;
- ყურძენი: 65 კკალ 100 გრამზე;
- ხურმა: 65 კკალ 100 გრამზე;
- მანგო: 61 კკალ 100 გრამზე;
- ალუბალი: 58 კკალ 100 გრამზე;
- კივი: 56 კკალ 100 გრამზე;
- ანანასი: 45 კკალ 100 გრამზე;
- ვაშლი: 45 კკალ 100 გრამზე.
რომელი ხილს აქვს ნაკლები კალორიები?
ყველაზე ნაკლებკალორიულ ხილთა შორის არიან ნესვი (რომელსაც ძალიან ცოტა კალორია აქვს და ძირითადად წყლისგან შედგება), საზამთრო (100 გრამზე 15 კალორია), მარწყვი, ჟოლო და მაყვალი (დაახლოებით 35 კალორიით 100 გრამზე).
ყველაზე ნაკლებკალორიული ხილის სია:
- ლეღვი: 45 კკალ 100 გრამზე;
- გარგარი: 40 კკალ 100 გრამზე;
- მსხალი: 38 კკალ 100 გრამზე;
- ფორთოხალი: 38 კკალ 100 გრამზე;
- ნესვი: 37 კკალ 100 გრამზე;
- ატამი: 37 კკალ 100 გრამზე;
- ქლიავი: 36 კკალ 100 გრამზე;
- მაყვალი: 35 კკალ 100 გრამზე;
- ბროწეული: 34 კკალ 100 გრამზე;
- გრეიფრუტი: 26 კკალ 100 გრამზე;
- საზამთრო: 15 კკალ 100 გრამზე.
ხილის დრიური რაოდენობა
იდეალურ შემთხვევაში, მიიღეთ სამი ხილი დღეში განაწილებული მთელი დღის განმავლობაში. თუ რამდენიმე ნაჭერ ხილს ერთდროულად მიირთმევთ, ორგანიზმი მეტ ინსულინს გამოიმუშავებს და სისხლში შაქრის ვარდნა ხდება, რაც იწვევს შიმშილის გრძნობის მატებას. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ აკონტროლონ თავიანთი დიეტა და არჩევენ ხილს, განსაკუთრებით ვაშლს, როგორც საჭმელს, ფიქრობენ, რომ ძალიან ჯანსაღად იკვებებიან, მაგრამ ეს არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შიმშილის მეტი გრძნობა და მეტი ინსულინი სისხლში.