უგულავას დიეტა

უგულავას დიეტა

გიგი უგულავას დიეტა პოპულარობით გამოირჩევა საქართველოში და უკვე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაამტკიცა მისი შედეგები.

ამიტომ მინდა გესაუბრო ამ დიეტაზე და აგიხსნა სხვადასხვა ეტაპი დეტალურად, რომ შენც შეძლო მისი დაცვა და დაიკლო წონაში. მზად ხარ? მაშინ დავიწყოთ.

რა უნდა იცოდე უგულავას დიეტის დაწყებამდე?

დიეტის დაწყებამდე აუცილებელია გაითვალისწონი რამდენიმე ფაქტორი:

  • გიგი უგულავას დიეტა გრძელდება 4 კვირა;
  • დღის განმავლობაში არ უნდა მიიღო 3-4 ჭიქაზე მეტი სითხე; 
  • გირჩევ დაიწყო დიეტა ორშაბათ დღეს, რათა განრიგი არ აგერიოს. 
  • უფრო რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის ვინც მჯდომიარე ცხოვრებას ეწევა;
  • არ იწვევს კანის ნაკეცებს, რადგან იწვება ცხიმი და იკუმშება კანი.
  • შეგიძლია დაიკლო 20 კილომდე.
  • არ უნდა დაარღვიო დიეტა ან არ უნდა შეცვალო დღეების განრიგი. 
  • პირველი კვირა შესაძლოა დაიკლო 6-7 კგ. შემდეგ ორ კვირაში შესაძლოა არ დაიკლო წონაში და ბოლო კვირას დაიკლებ დაახლოებით 10-12 კილომდე.
  • უგულავას დიეტა ქალებისთვისაცაა და კაცებისთვისაც, განუნსხვავებლად სქესისა.

გიგი უგულავას დიეტის განრიგი

უგულავას დიეტის დაცვის დროს სამი კვირის განმავლობაში სამჯერ მეორდება 7 დღიანი გრაფიკი:

დღე 1 – შიმშილი:

  • საუზმე და სადილი: 1 ლიტრი რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღის განმავლობაში.
  • ვახშამი: 1 ჭიქა ტომატის წვენი 100 გრ. შავ პურთან ერთად.

დღე 2 – ცილოვანის მიღება:

  • საუზმე: 100 გრ. შავი პური 20 გრ. კარაქით და 1 ჩაის კოვზი თაფლით, უშაქრო ყავა რძესთან ერთად; 
  • სადილი: 100 გრ. ლორის/ქათამის თეთრი ხორცი ან საქონლის მჭლე ხორცი. აგრეთვე უნდა მიიღო ბულიონი მწვანილის და ბოსტნეულის გარეშე, 100 გრ. ჰოლანდიური ყველი და 100 გრ. შავი პური;
  • ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი.

დღე 3 – ბოსტნეულის მიღევა:

  • საუზმე: 2 ვაშლი, 2 ატამი ან 2 ფორთოხალი;
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი მოხარშული, გახეხილი ბოსტნეულით და 1 ს/კ ზეთით. აგრეთვე მიირთვი 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ. მოხარშული ბარდა.
  • ვახშამი: 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი ცხიმის გარეშე, 1 ჭიქა ჩაი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.

დღე 4 – განსაკუთრებული დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა რძით და 100 გრ. ჰოლანდიური ყველი;
  • სადილი: 100 გრ. მოხარშული ლორი, თევზი, ქათამი, ან საქონლის ხორცი, 100 გრ. შავი პურთან და 2 მოხარშულ კვერცხთან ერთად; 
  • ვახშამი: მხოლოდ 1 ჭიქა კეფირი.

დღე 5 – ცილოვანის მიღება:

  • საუზმე: 100 გრ. შავი პური 20 გრ. კარაქით და 1 ჩაის კოვზი თაფლით უშაქრო ყავა რძესთან ერთად; 
  • სადილი: 100 გრ. ლორის/ქათამის თეთრი ხორცი ან საქონლის მჭლე ხორცი. აგრეთვე უნდა მიიღო ბულიონი მწვანილის და ბოსტნეულის გარეშე, 100 გრ. ჰოლანდიური ყველი და 100 გრ. შავი პური;
  • ვახშამი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი.

დღე 6 – ბოსტნეულის მიღება: 

  • საუზმე: 2 ვაშლი, 2 ატამი ან 2 ფორთოხალი;
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი მოხარშული, გახეხილი ბოსტნეულით და 1 ს/კ ზეთით. აგრეთვე მიირთვი 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ. მოხარშული ბარდა.
  • ვახშამი: 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათა ცხიმის გარეშე, 1 ჭიქა ჩაი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.

დღე 7 – განსაკუთრებული დღე:

  • საუზმე: უშაქრო ყავა რძით და 100 გრ. ჰოლანდიური ყველი;
  • სადილი: 100 გრ. მოხარშული ლორი, თევზი, ქათამი, ან საქონლის ხორცი, 100 გრ. შავი პურთან და 2 მოხარშულ კვერცხთან ერთად; 
  • ვახშამი: მხოლოდ 1 ჭიქა კეფირი.

მეოთხე კვირა

მეოთხე კვირას განრიგის ცვლილება ხდება:

  • ორშაბათი – 1.5 კგ ვაშლი
  • სამშაბათი – 1.5 კგ მოხარშული ქათამი
  • ოთხშაბათი – 1.5 კგ კიტრი/პომიდორი
  • ხუთშაბათი – 1 კგ მოხარშული ხორცი
  • პარასკევი – 0.5 კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
  • შაბათი – 1ლ კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი, 100 გრ მოხარშული თევზი.
  • კვირა – 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1 კგ ჰოლანდიური ყველი.

ეს საკვები უნდა გაანაწილო სამ ნაწილად, საუზმისთვის, სადილისა და ვახშმისთვის. 

უგულავას დიეტა ეფექტურია?

კი, უგულავას დიეტა ეფექტური და სწრაფია, მაგრამ მას აქვს ბევრი გვერდითი მოვლენები, რომელიც უარყოფითად აისახება ჩვენს სხეულზე.

აგრეთვე, თუ ამ დიეტის დაცვის შემდეგ არ მივყევი სხვა ნაკლებადაგრესიულ დიეტას, შესაძლოა მალე მოიმატო დაკლებული წონა.

უგულავას დიეტა ჯანსაღია?

სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ეფექტურობა არ ნიშნავს ჯანსაღს. გიგი უგულავას ეს დიეტაც შეიძლება წონის დაკლებაში დაგეხმაროს, მაგრამ შენი ორგანიზმისთვის არ არის დადებითი და შეიძლება ბევრი გვერდითი მოვლენები და უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

3.5/5 - (234 ხმა)